Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=625430&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მესერ+
გამოქვეყნდა: 05 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
კომპანია "მესერ +" აცხადებს აქტიურ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

"მესერ +" არის კომპანია რომელიც უკვე 8 წელია უზრუნველყოფს რაგბის ეროვნული ნაკრების კვებას შევარდენის სარაგბო ბაზაზე, ასევე უზრუნველყოფს ქეიტერითერინგ მომსახურებით დამკვეთებს.

შემდეგი სამუშაო პირობებით:

** სამუშაო ადგილი: შევარდენის სარაგბო ბაზა, გაბრიელ სალოსის 112
** სამუშაო დრო: 09:00-18:00, დასვენება - 1 დღე (მცოცავი გრაფიკი)
** ანაზღაურება: 1200-დან 1500 ლარამდე (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს კვებით
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის ნაწილობრივი დაფინანსებით

** აუცილებელია გამოცდილება !!!

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის უზრუნველყოფა;
** ერთგვაროვანი პროდუქტის და ინვენტარის ერთად დასაწყობება;
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება და ასევე ვადის მიხედვით პროდუქციის განლაგება;
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებისთვის გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა;
** პროდუქციის და ინვენტარის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** შინაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების დაცვა;
** მიღებული პროდუქციის მიღება და აღწერა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის და ინვენტარის დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** ქეითერინგის შემდგომ დაბრუნებული პროდუქტის მიბარება სტანდარტის მიხედვით;
** შეძენილი პროდუქციის დროულად დაბინავება;
** ჩამოწერის პროცედურისათვის პროდუქტების აღწერა;
** ფიზიკური სამუშაოების შესრულება საჭიროების მიხედვით.

მოთხოვნები: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: santita79@hotmail.com ან დაგვიკავშირდით: 511102011
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია