დასახელება:
მორიგე ფარმაცევტი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 05 აპრილი
/ ბოლო ვადა: 05 მაისი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი" თბილისი აცხადებს ვაკანსიას მორიგე ფარმაცევტის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.ahtbilisi.com.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლაში მუშაობა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების მოქმედების მექანიზმების ცოდნა;
** მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისთვის საჭიროებისამებრ მიწოდება, სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით;
** კლინიკის აფთიაქში შემოსული მოთხოვნების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
** პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა, მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განთავსება მათთვის განსაზღვრულ ადგილზე, მათი ინსტრუქციის შესაბამისად. ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით მარკირება რათა დაცული იყოს ტემპერატურა, ტენიანობა, მათი ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა;
** რისკის შემცველი და სამაცივრე პრეპარატების მარკირება;
** ზემდგომი პირ (ებ)ისგან მოცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა;
** აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხი
** ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B1 ან B2 დონეზე
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|