დასახელება:
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Pepsico
|
გამოქვეყნდა: 04 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებისგან შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და კორექტირების პროცესის მართვა.
** გაყიდვების გუნდისა და კლიენტების მხარდაჭერა მომსახურების ინდიკატორების მიღწევის კუთხით.
** შეკვეთების მიღებისა და დამუშავების პროცესის უზრუნველყოფა კლიენტებისგან და შესაბამისი ანგარიშების წარმოება.
** საქონლის გადაზიდვისა და შემოტანის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის წარმოება - გადატვირთვის დოკუმენტების მომზადება და კლიენტისთვის გაგზავნა, საგადასახადო პორტალთან მუშაობა.
** სისტემური რეალიზაციების საგადასახადო პორტალის ინვოისებთან შესაბამისობის კონტროლი.
** მომიჯნავე ფუნქციებთან კოორდინაცია შეკვეთების, გადაზიდვების, პრეტენზიების და დატვირთვების საკითხებზე.
** აქტიური მონაწილეობა მომწოდებლებთან და კლიენტებთან პრეტენზიების განხილვაში;
** მონაცემების მომზადება კლიენტის/მომწოდებლის მომსახურების სტანდარტისა და დროული მიწოდების მაჩვენებლების შესახებ ანგარიშგებისთვის;
** შეკვეთების კორექტირება დეფიციტის შემთხვევაში ყველა კატეგორიისთვის
** ყოველდღიური ანგარიში კლიენტების შეკვეთების სტატუსის შესახებ მომდევნო გადაზიდვის თარიღებისთვის.
** სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა შეკვეთების ასორტიმენტზე ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში.
კანდიდატის პროფილი:
** პროფესიული/ უმაღლესი განათლება
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური B1+
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერა
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება.
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|