Робота для біженців з України
ლოგისტიკის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 04 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ლოგისტიკის ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დისტრიბუტორის/მსხვილი კლიენტების შეკვეთიდან - გადახდამდე (OTC) პროცესების ანალიზი და დანერგვა; Order to Cash სახელმძღვანელოს სტანდარტიზაციისა და დანერგვის კოორდინაცია პარტნიორების შეფასების პროცესში, პარტნიორის მოთხოვნებთან და კლიენტებთან მუშაობის ფარგლებში; ერთობლივი პროგნოზირებისა და სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა. ერთობლივი პროგნოზირების ინსტრუმენტებისა და შაბლონების შემუშავება თითოეული მსხვილი კლიენტისთვის.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური შეხვედრების ორგანიზება როგორც PepsiCo-ს შიგნით, ასევე დისტრიბუტორებთან და კლიენტებთან გაყიდვების, მოთხოვნა-მიწოდებისა და კლიენტთა მომსახურების საკითხებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაყიდვების პროგნოზების სიზუსტე და მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობა;
** გეგმიური სერვისის დონის მაჩვენებლების შესრულების პროცესში მხარდაჭერა როგორც PepsiCo-ს, ასევე დისტრიბუტორის მხარეს: სერვისის ხარვეზების ანალიზი, ძირეული მიზეზების იდენტიფიცირება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია, კორექტირების გეგმის შექმნა და შემდგომი მონიტორინგი, რისკების პრევენციული მართვა.
** ტრანსპორტის დაგეგმვის პროცესის ექსპერტული მხარდაჭერა გაყიდვების ისტორიის, კლიენტების გეოგრაფიული განაწილებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე.
** დროული მიწოდების უზრუნველყოფა ყოველდღიური მონიტორინგით; დაგვიანების რისკების წინასწარი იდენტიფიცირება სასაწყობე ან ტრანზიტში მყოფი საქონლის შემთხვევაში.
** სერვისის ხარვეზის ძირეული მიზეზების სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.
** დაბრუნების პროცესის მართვა: დაგეგმილი დაბრუნებებისა და უარყოფების განხილვა ძირითადი კლიენტებისგან (NKA); მიზეზების სისწორის ანალიზი, ლოგისტიკურ ხარჯებსა და სერვისის დონეზე გავლენის მინიმიზაცია.
** მაღაზიების მიხედვით დეტალური ანალიზის გამოყენება პროდუქციის თაროებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად
** აქციებსა და მოთხოვნათა მოცულობებზე მუშაობისთვის ინსტრუმენტებისა და შაბლონების შემუშავება და დანერგვა.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის/ეკონომიკის მიმართულებით
** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალიტიკის, დაგეგმვის, დიდ მონაცემთა დამუშავების მიმართულებით
** კროს-ფუნქციონალური თანამშრომლობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით Excel
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური B2+
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობების დამყარების უნარი

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერა
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
** ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე