დასახელება:
კომერციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Zerone
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
"ზერონ ელექტრიკსი" მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
"ზერონ ელექტრიკსი" წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი "ზერონის" მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.zerone.ge/
"ზერონ ელექტრიკსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
** ტენდერებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს: ტენდერების მოძიებას, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და ტენდერების პროცესის სრულად წარმართვას;
** დამკვეთების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** სამშენებლო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და მათი განვითარება-დანერგვა კომპანიაში.
** ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 01 მაისამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ზერონ ელექტრიკსი`" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ზერონ ელექტრიკსის" ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|