დასახელება:
ტენდერი პროექტის საბოლოო შეფასების მომსახურების შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 03 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
თანდართული ფაილი:
601064_tender1_1614966.zip
|
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" აცხადებს ტენდერს პროექტის საბოლოო შეფასების მომსახურების შესყიდვის შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი: 3 დეკემბერი, 2024 წ.
შემოთავაზებების მიღების ბოლო ვადა: 17 დეკემბერი, 2024 წ.
თანდართული ფაილები: განაცხადის ფორმები, ინტერესთ კონფლიქტის დეკლარაციის ფორმა, ტექნიკური დავალება
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს განვითარების ხელშემწყობ პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაცია საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს. 2015 წელს თბილისში გაიხსნა ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რომელიც სხვადასხვა დონორთა ხელშეწყობით ახორციელებს პროექტებს სოციალური ზრუნვის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებში. ორგანიზაციისა და განხორციელებული პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდებს: https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/ და https://georgia.charita.cz/
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი" საქართველოში იწვევს დაინტერესებულ, კვალიფიციურ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს პროექტის: "ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის" საბოლოო შეფასების განსახორციელებლად (თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად).
პროექტი "ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET (დასაქმების, სწავლების და ტრენინგების მიღმა მყოფი ახალგაზრდები) ახალგაზრდების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და დემოკრატიულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის მხარდაჭერას.
შემოთავაზების/განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:
** მოთხოვნილი კვლევის/შეფასების ჩატარების გამოცდილება - 30%
** მითითებული მიმართულებით/მითითებულ არეალში კვლევის/შეფასების განხორციელების გამოცდილება - 30%
** წინადადების შესაბამისობა ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან - 20%
** წინადადების ღირებულება - 20%
წარსადგენი განაცხადი/შემოთავაზება:
** შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (კომპანიის შემთხვევაში) განაცხადის ფორმა - დანართი #1, PDF ფორმატში. უნდა მოიცავდეს კვლევების/შეფასებების ჩამონათვალს, (ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული) წლის, ხელშეკრულების ღირებულების, დამკვეთის, დონორის მითითებით;
** შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (კომპანიის შემთხვევაში) - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია - დანართი #2, PDF ფორმატში;
** გუნდის ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების ბიოგრაფია (CV), ინგლისურ ენაზე;
** კვლევის/შეფასების დიზაინი/გეგმა, მეთოდოლოგია;
** შესრულებულ კვლევათა/შეფასებათა ანგარიშების ნიმუშები (სია და მინიმუმ 1 ნიმუში).
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 17 დეკემბერი, 18:00 (საქართველოს დროით). წინადადებები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელფოსტის მისამართზე:
ccrg-tender@caritas.cz
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ: "GE63 Project Final Study".
შენიშვნა:
** CCRG დაუკავშირდება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მქონე კომპანიებს/პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკური დავალების მოთხოვნებს;
** არასრული წინადადებები არ განიხილება.
** CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს.
** CCRG იტოვებს უფლებას, არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.
|
|
|
|