Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

სურსათის ეროვნული სააგენტო

 
სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 2011 წლის 3 იანვრიდან.

სააგენტო უზრუნველყოფს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვას; ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას; სურსათის/ცხოველის საკვების, ეპიზოოტიური და ფიტოსანიტარიული რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვასა და კომუნიკაციას; ახორციელებს სურსათის სახელმწიფო კონტროლს; არეგისტრირებს პესტიციდებს, აგროქიმიკატებს, ვეტერინარულ პრეპარატებს; აწარმოებს მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციასა და კონტროლს; ევალება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭება; ორგანიზებას უწევს ცხოველების განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებებს; ზრუნავს საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვაზე; კოორდინაციას უწევს კერძო ვეტერინარულ საქმიანობას; კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვებსა და სერტიფიკატებს; საზოგადოებას უზრუნველყოფს დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე; რეაგირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.nfa.gov.ge
 
ამ კატეგორიაში განცხადებები ვერ მოიძებნა. სცადეთ მოგვიანებით
გადაიტანე Facebook-ზე