მომსახურებები




გამოაქვეყნეთ თქვენი განცხადება ჩვენს საიტზე:

  • ** მას იხილავს კომპიუტერის მცოდნე ათიათასობით კანდიდატი, რომელიც ჩვენს საიტზე შემოდის
  • ** მას ელექტრონული ფოსტით მიიღებს ჩვენი ელექტრონული დაგზავნის 11,000+ აქტიური მომხმარებელი
  • ** ჩვენ უზრუნველვყოფთ ფართომასშტაბიან ხილვადობას და გამოხმაურებას ოპტიმალურ ფასად.

სტანდარტული განცხადება

ჯობს.გე საიტზე და ელექტრონულ დაგზავნაზე სტანდარტული განცხადების გამოქვეყნების ტარიფებია:

ერთი განცხადების გამოქვეყნება: 30 ლარი.

ვაკანსიის განცხადების შემთხვევაში ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 50 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 90 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 130 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 170 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 200 ლარი.

განცხადების განმეორებით განთავსება: 50% ფასდაკლება. მოცემული ფასდაკლება არ ეხება კომერციული მომსახურებების (ფასიანი ტრენინგების) შესახებ განცხადებებს.

განცხადების განმეორებით განთავსება შესაძლებელია თავდაპირველი განთავსებიდან არაუგვიანეს 3 თვისა. განცხადება განმეორებით განთავსდება მხოლოდ პირვანდელი სახით და არაუმეტეს 2 ჯერისა ერთი თვის განმავლობაში. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთ განმეორებით გამოქვეყნებაზე.

გრძელვადიანი მოხმარების გეგმა:

10 განცხადების განთავსება 1 წლის განმავლობაში: 15% ფასდაკლება.
15 განცხადების განთავსება 1 წლის განმავლობაში: 20% ფასდაკლება.

გრძელვადიანი მოხმარების გეგმის შეკვეთა და მისი საფასურის გადახდა უნდა მოხდეს წინასწარ. ეს გეგმა არ ვრცელდება კომერციული მომსახურებების (ფასიანი ტრენინგების) შესახებ განცხადებებზე. გრძელვადიანი მოხმარების გეგმის შეთავსება სხვა ფასდაკლებასთან დაუშვებელია.

ბავშვთა დაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მომსახურება უფასოა. გამონაკლის შემთხვევას შეადგენს ვიპ-მომსახურებით სარგებლობა.

ფასდაკლება ადგილობრივი არამომგებიანი ორგანიზაციებისთვის და უფასო ტრეინინგების/სემინარების და სტიპენდიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე: 20%. ფასდაკლება არ ვრცელდება ვიპ-მომსახურებაზე.


ვიპ განცხადებები

თუ თქვენ გსურთ უზრუნველყოთ თქვენი განცხადების მაქსიმალური ხილვადობა, ისარგებლეთ ჩვენი ვიპ მომსახურებით:

  • ** თქვენი განცხადება გამოქვეყნდება საიტის თავში მოთავსებულ და საგანგებოდ აღნიშნულ ვიპ ველში, სადაც მხოლოდ 10 განცხადების ადგილია. თქვენი განცხადება ვიპ-ველში დარჩება 7 დღის განმავლობაში. 7 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენი განცხადება გადაინაცვლებს სტანდარტული განცხადებების ჩამონათვალში, სადაც დარჩება განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადის ამოწურვამდე
  • ** ვიპ კლიენტებს გამოეყოფათ დროებითი *@client.jobs.ge საფოსტო ყუთი შეუზღუდავი ტევადობით, ვებ-ინტერფეისით, ანტივირუსული დაცვით, ავტომოპასუხით, კორესპონდენციის გადამისამართების ფუნქციით, აშშ-ში მდებარე მეილ სერვერზე, კონფიდენციალობის სრული დაცვით.

რატომ უნდა ისარგებლოთ ჩვენი ვიპ მომსახურებით:

  • ** თქვენი განცხადება საიტის თავში დარჩება 7 დღის განმავლობაში და მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობს.
  • ** *@client.jobs.ge საფოსტო ყუთის გამოყენება ბევრ ისეთ პრობლემას აგაცილებთ, როგორიცაა თქვენი საფოსტო მისამართის სპამერების ხელში მოხვედრა, შეზღუდული მოცულობის საფოსტო ყუთის გამო წერილების უკან დაბრუნება, ვირუსები და სხვა.
  • ** თუ თქვენ განცხადების ანონიმურად გამოქვეყნება გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ისეთი ანონიმური განცხადებების მიმართ, სადაც საკონტაქტოდ მითითებულია კერძო ელფოსტის მისამართი (Yahoo, Hotmail, Rambler და სხვა). ანონიმური განცხადების ვიპ ველში გამოქვეყნება კანდიდატებისთვის ნათელს გახდის, რომ თქვენი განცხადება სერიოზულია.

ერთი ვიპ განცხადების განთავსების ღირებულებაა 50 ლარი.

ეს ტარიფი ვრცელდება ერთ განცხადებაში მოთავსებულ 1 ან 2 ვაკანსიაზე. თუ ერთ განცხადებაში მოთავსებულ ვაკანსიათა ოდენობა ორს აჭარბებს, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:

2-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 70 ლარი.
4-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 110 ლარი.
6-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 150 ლარი.
10-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 190 ლარი.
15-ზე მეტი ვაკანსია ერთ განცხადებაში: 230 ლარი.

ვიპ მომსახურებაზე რაიმე სხვა ფასდაკლება არ ვრცელდება.

ვიპ ველი განკუთვნილია მხოლოდ ვაკანსიის განცხადებებისთვის.


ლოგოტიპიანი განცხადებები

თუ თქვენ გსურთ რომ თქვენი განცხადება საიტის პირველ გვერდზე არსებულ ჩამონათვალში გამოირჩეოდეს, მის გასწვრივ განათავსეთ თქვენი მინიატურული ლოგოტიპი. ეს თქვენს განცხადებას უფრო თვალშისაცემს გახდის და იგი უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს. ლოგოტიპზე დაწკაპუნებით მომხმარებელი თქვენს ვებ-გვერდზე გადავა.

განათავსეთ თქვენი ლოგოტიპი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე მხოლოდ 20 ლარად. ეს ღირებულება ნებისმიერ შემთხვევაში უცვლელად ემატება მოქმედ ტარიფს. ამ ღირებულებაზე რაიმე ფასდაკლება არ ვრცელდება.

ლოგოტიპის ზომა უნდა იყოს 20 პიქს., და იგი მოწოდებული უნდა იყოს GIF ფორმატში. გთხოვთ, ასევე, სურვილისამებრ მიუთითოთ გადასასვლელი ვებ-გვერდის მისამართი.


განცხადების გამოქვეყნება

თუ განცხადების გამოქვეყნება გსურთ, ელფოსტით გამოგზავნეთ იგი მისამართზე: publish@jobs.ge

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩავასწოროთ მცირე გრამატიკული შეცდომები და შევცვალოთ ტექსტის ფორმატი მისი კითხვადობის გაუმჯობესების მიზნით. ყველა შემოსული განცხადება გამოქვეყნდება ჩვენი საიტის ერთიანი ფორმატის შესაბამისად. გამონაკლისები არ დაიშვება.

ჩვენს საიტზე არსებული ელექტრონული კონტაქტის ფორმის მეშვეობით შემოსული განცხადებების სიზუსტე გადამოწმდება გამომგზავნთან. თუ გამომგზავნი არ უპასუხებს თხოვნას ამ გზით შემოსული განცხადების გადამოწმების შესახებ, განცხადება არ გამოქვეყნდება.

ჩვენ არ ვაქვეყნებთ ქსელური მარკეტინგის კომპანიების მიერ მოწოდებულ განცხადებებს. ჩვენ ასევე უფლებას ვიტოვებთ მომსახურებაზე უარი ვუთხრათ კომპანიებს, რომლებიც სისტემატურად არღვევენ თანასწორუფლებიანი დასაქმების სტანდარტებს ან/და ჩაბმულნი არიან არალეგალურ საქმიანობაში.

განცხადებები, რომლებშიც არ არის მითითებული განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა, ავტომატურად გამოქვეყნდება ერთი თვის ვადით.

დამქირავებელი, რომელსაც სურს განცხადებაში არ მიუთითოს საკუთარი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, ვალდებულია ეს ინფორმაცია მოგვაწოდოს ცალკე. კონფიდენციალობა მკაცრად იქნება დაცული.


ანგარიშსწორება

ანგარიშსწორება ხდება საბანკო გადარიცხვით ჩვენი კომპანიის ანგარიშზე:

თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი
კოდი: 220101830
ანგარიშის #: GE23TB0600000107467123
მიმღები: შპს "ჯობს.გე"

ჩვენი საიდენტიფიკაციო კოდია 205035282.

ანგარიშსწორება ხდება კლიენტის მიერ შესაბამისი ინვოისის მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. გამონაკლისები განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

^ გვერდის დასაწყისში