Jobs.GE



დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Bitfury
გამოქვეყნდა: 6 ოქტ / ბოლო ვადა: 6 ნოე

საერთაშორისო კომპანია "Bitfury" უზრუნველყოს მოწინავე ტექნოლოგიების და სხვა სისტემური და პროგრამული გადაწყვეტილებების მიწოდებას საჯარო და კერძო სექტორისთვის. Bitfury-ის სათაო ოფისი მდებარეობს ამსტერდამში, ადმინისტრაციული წარმომადგენლობა აქვს სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონგ-კონგში, ლონდონში. კომპანია ფლობს საწარმოებს საქართველოში, ისლანდიაში, კანადაში და ა.შ.

Bitfury აცხადებს შემდეგ ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროგაყვანილობების მონტაჟი, სწორად დაგეგმვა და განაწილება.
** საწარმოში ელექტრო განაწილებული სისტემების დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოების შესრულება
** ახალი გამანაწილებელი სქემების დაგეგმვა და მონტაჟი
** ელექტროენერგიის სიმძლავრეების მეთვალყურეობა
** საჭიროების შემთხვევაში, ელ. ქსელების დემონტაჟი
** ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო/ენერგეტიკის სფეროში
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ელექტრული წრედის ელემენტების და გამტარების საფუძვლების ცოდნა
** ელექტრო განაწილების სისტემების საფუძვლების ცოდნა
** ელექტრო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის უნარი;
** დისციპლინარული;
** პრობლემებზე დროულად რეაგირება.

კანდიდატს ადგილზე ჩაუტარდება პროფესიული შემოწმება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

დაინტერესებულ პირებს შეავსეთ განაცხადი სათაურით "მთავარი ელექტრიკოსი" ელექტრონულ მისამართზე: http://bitfury.applytojob.com/apply/JU7EsV9JTC/Electrician



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი