Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი-ოპერატორი
მომწოდებელი: ეს-კა იმპექსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
შპს "ეს.კა.იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელ-ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ეს.კა.იმპექსის" ფარმაცევტული კომპანია აერთიანებს აფთიაქებს და ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება G.D.P. სტანდარტის შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 19.
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-დან 18:00 საათამდე)
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი + ბონუსი

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა, პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** აკურატული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა, B კატეგორია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული და გასული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** პროდუქციის მოძრაობიდან გამომდინარე ზედნადებების მომზადება;
** პროდუქციის პროგრამული გადაწერის უზრუნველყოფა/rs-ზე ატვირთვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კორექტირებების განხორციელება;
** დისტრიბუციისთვის/პროდუქციის გადაადგილებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და ბორტებზე გადანაწილება;
** პროდუქციის მარაგების პროგრამული კონტროლი.
** შემოსული და გაცემული მარაგების კონტროლი;
** გასაცემი შეკვეთების შეგროვებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლისა და მარაგების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში საქონლის მიღებასთან და მარაგების გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
** საწყობის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** ოფისსა და საწყობში საქონლისა და მარაგების მიწოდება;
** განბაჟების პროცედურებში მონაწილეობა, უშუალოდ საბაჟოზე;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.kapanadze@skimpex.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".

ასევე დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 599 31 31 91
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე