Робота для біженців з України
რეგისტრატორი / ადმინისტრატორი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი / ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სარეაბილიტაციო ცენტრი სპინა
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
სარეაბილიტაციო ცენტრი "სპინა" (მარნეული, 26 მაისი ქ.80) აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორი/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკაში მოსული პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ადრესაცია;
** პაციენტის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტის ბარათის შევსება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება;

კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე:

** ქართული და რუსული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 18:00 სთ;
** შაბათი: 10:00 - 15:00 სთ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: rehabilitationcenterspine@gmail.com

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 557 373-373
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე