Робота для біженців з України
ქირურგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქირურგი
მომწოდებელი: ჯეორადი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "ჯეორადი" ეძებს პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ ქირურგს!

შპს "ჯეორადი" სამედიცინო სფეროში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც ახორციელებს რადიოლოგიის სერვისების მიწოდებას იმ ჰოსპიტლებისთვის, რომლებიც აღნიშნულ სფეროში ნერგავენ სიახლეებს.

საინტერესო დეტალები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი
** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი საწყის ეტაპზე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭირო დოკუმენტაციის შედგენა/გაცემა;
** პაციენტის ინფორმირება ჩასატარებელი მანიპულაციის შესახებ და თანხმობის ფორმაზე პაციენტის ხელმოწერის უზრუნველყოფა (მანიპულაციასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება);
** მონაწილეობის მიღება პროცედურების ჩატარებაში;
** დოკუმენტაციასთან მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისად (ეპიკრიზი, პროცედურის ოქმი, ჰისტოპათოლოგიური მიმართვა) ;
** გაწერისას პაციენტის ინფორმირება პროცედურის შემდგომი მოვლის შესახებ ;
** კომპეტენციის ფარგლებში პროცედურის შემდგომი გართულებების მართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება კლინიკური საქმიანობის მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა ქირურგიაში;
** პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში (სავალდებულო არ არის ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება);
** სასურველია კვალიფიკაცია ზოგად, ონკოლოგიურ ან ბავშვთა ქირურგიაში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი: https://forms.gle/WwSCCFFnG4TSJQK47

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე