Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: საკონდიტრო ბელა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად)

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** უფასო კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების უზრუნველყოფა;
** ზედნადებების ასახვა პროგრამაში და კონტროლი;
** საწარმოსთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი;
** მარაგების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი: პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლების, მენეჯერის დროული ინფორმირება და სხვ.;
** ყოველი კვირის დასაწყისში საწყობის ტერიტორიაზე არსებული ნედლეულის, ფულად-სასაქონლო და სხვა ფასეულობების აღწერა/კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასაწყობე მეურნეობაში მუშობის 2-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
** აუცილებელია Excel-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე