Робота для біженців з України
ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ტერფის დიაგნოსტიკის სპეციალისტის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტისთვის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის (პლანტოსკოპიის) პროცესის დეტალურად ახსნა და ჩატარება;
** პოტენციური პაციენტისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** პოდოგრაფის ულტრასენსორულ პლატფორმაზე ტერფის ანაბეჭდის დეტალური დამუშავება და პაციენტისთვის დიაგნოზის გაცნობა;
** ტერფის აღბეჭდილი მონაცემების დაბეჭდვა;
** დიაგნოსტიკის შედეგად მიღებული ინფორმაციის ღაბაშების ტექნიკოსისთვის მიწოდება ღაბაშის დასამზადებლად;
** ღაბაშების (სუპინატორების) ტექნიკოსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ღაბაშების (სუპინატორების) ზომების კორექტირება;
** პაციენტისთვის ღაბაშის (სუპინატორის) ინდივიდუალური სტილის შერჩევა;
** ფეხსაცმელში ღაბაშის (სუპინატორის) ჩადების შემდგომ პაციენტის მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია;

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** განათლება სამედიცინო მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სავალდებულოა გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს დეტალებზე ორიენტირებულობა, აკურატულობა, მოქნილობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის კარგი უნარი, კომუნიკაციის კარგი უნარი, თავაზიანობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელმისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე