Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიბოქსი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია "უნიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფელი ძეგვი

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრის ორგანიზება და პროდუქტების შეთავაზება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** პროდუქტის ეფექტური რეალიზება;
** ყოველწლიური გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** შეკვეთის მიღება, გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;

გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ტრენინგების საშუალებით;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ტრანსპორტირებას;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
** ხელფასი: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი. (გამომუშავებით: 1000-1500 ლარის ოდენობით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fabrica1900.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე