Робота для біженців з України
მობილური სერვის ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობილური სერვის ტექნიკოსი
მომწოდებელი: Kärcher
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს "კერხერის" ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მობილური სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

მობილური სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
** კორპორაციული მომხმარებლებთან ვიზიტი, ადგილზე არსებული აპარატების შემოწმება და შეკეთება;
** სერვისში შემოსული პროდუქციის ანალიზი და შეკეთება;
** ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება;
** ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ტექნიკური ცოდნა ელექტრობის, სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Karcher.Vacancies@gmail.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე