Робота для біженців з України
გაყიდვების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაივ საფორთი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კომპანია "LiveSupport" ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ 2016 წლიდან უზრუნველვყოფთ ბიზნეს კლიენტების IT აუთსორსინგს, IT ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებასა და თანამედროვე გადაწყვეტილებების დანერგვას მათი ბიზნეს პროცესების განსავითარებლად.

გაიგე უფრო მეტი ჩვენზე:

https://livesupport.ge/
https://www.linkedin.com/company/live-support-llc/

ჩვენი ძირითადი საქმიანობა:

** ბიზნეს კლიენტების IT აუთსორსინგი;
** პროგრამული და ტექნიკური გადაწყვეტილებები;
** IT აუდიტი და კონსალტინგი;
** კიბერ უსაფრთხოება.

როლის უმთავრესი ამოცანები:

** გაყიდვების რაოდენობრივი და თვისობრივი განვითარება;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება / მართვა.

შენი პიროვნული თვისებების შესახებ:

** უნდა გიყვარდეს შექმნა / განვითარება;
** უნდა იყო ამბიციური და გსურდეს გაყიდვების საკუთარი Framework შექმნა;
** შენი ყოველდღიური ენერგიის შევსების წყარო კომუნიკაციის სიყვარული უნდა იყოს;
** მოლაპარაკებებში წამოჭრილი დაბრკოლებების გადალახვა უნდა განიჭებდეს სიამოვნებას;
** უნდა იყო ავტონომიური და თავად გეგმავდე / მართავდე შენს სამუშაო პროცესს;
** ყოველთვის აღწევ დასახულ მიზანს ყველა შესაძლო ეთიკური მეთოდის გამოყენებით.

შენი პროფესიული გამოცდილების შესახებ:

** მოკლე დროში წარმატების მისაღწევად ძალიან დაგეხმარება, თუ გაქვს ანალოგიურ პოზიციაზე, IT აუთსორსულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** თუ IT აუთსორსულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არ გაქვს. მაშინ, კორპორაციული გაყიდვების მართვის გამოცდილება აუცილებელია;
** არსენალში უნდა გქონდეს წარმატებული გაყიდვების პროექტები, რომლებზეც სიამაყით მოგვიყვები;
** შენი წარმატებული გაყიდვების პროექტების შესახებ უნდა მოგვიყვე ციფრების ენაზე;
** შენს პორტფელში არსებული კლიენტი შენზე უნდა ამბობდეს, რომ წარმოუდგენელია შენთვის უარის თქმა;
** უნდა გამოირჩეოდე ლიდების კონვერსიის მაღალი მაჩვენებლით CRM სისტემებში.

ენების და ტექნოლოგიების ცოდნა:

** ინგლისური - უნდა შეგეძლოს შეთავაზების მართვა ინგლისურად;
** CRM სისტემები;
** პროექტების მართვის აპლიკაციებიდან რომელიმე: ClickUp, Trello, Monday;
** Excel.

სამუშაოს ძირითადი აღწერა:

** ბაზრის კვლევა / ანალიზში მონაწილეობა;
** კონკურენტების საფუძვლიანი მოკვლევა;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შედგენა და მართვა;
** გაყიდვების სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად სხვადასხვა არხების ათვისება: LinkedIn, Email, მობ. ნომერი;
** კლიენტებთან ვიდეო ზარების ან ადგილზე შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება;
** შეთავაზებების მართვა;
** ყოველთვიური გეგმის შესასრულებლად ყოველდღე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა;
** CRM სისტემებში მუშაობა და კვალიფიციური ლიდის წარმატების მაჩვენებლის მაქსიმალური ზრდა;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება შემდგომი გაყიდვების შესაძლებლობების ასათვისებლად;
** რეპორტინგის წარმოება.

შრომითი ურთიერთობების პირობები:

კონტრაქტის ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათების რაოდენობა: კვირაში 40 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო დღის განრიგი: ამ საკითხზეც შეგვიძლია მოლაპარაკება
სამუშაოს შესრულების ადგილი: On-site ან Online ანდაც, Hybride - მოკლედ, ჩვენთვის მთავარია შედეგი და დანარჩენზე ღია ვართ მოსალაპარაკებლად

ანაზღაურება:

ფიქსირებული + ბონუსი
შენიშვნა: ჩვენ ამ საკითხშიც ღია ვართ თქვენთვის სასურველი პირობების განსახილველად. ამიტომ, გთხოვთ განაცხადის გაკეთების დროს მოგვწეროთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურების შესახებ

კარიერული განვითარების შესაძლებლობა:

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელი შეძლებს ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი როლის უმთავრესი ამოცანების წარმატებით შესრულებას, 6 თვიანი საგამოცდო პერიოდის გავლის შემდეგ ის დაწინაურდება და დაიკავებს გაყიდვების განვითარების გუნდის უფროსის პოზიციას, რაც ითვალისწინებს საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას, განვითარებას და მართვას.

თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითე გაყიდვების განვითარების მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, კომპანია LiveSupport-ს აძლევთ უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე