Робота для біженців з України
სომხური ენის ფრილანსერი მთარგმნელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომხური ენის ფრილანსერი მთარგმნელი
მომწოდებელი: Interlanguage
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"Interlanguage" აცხადებს ვაკანსიას სომხური ენის ფრილანსერი მთარგმნელის/თარჯიმნის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:
საერთაშორისო ლოკალიზაციის სააგენტო "Interlanguage" დაარსდა 2019 წელს თბილისში. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ მაღალხარისხიან მთარგმნელობით მომსახურებას ტექნოლოგიის, მარკეტინგის, იურიდიულსა და სხვა სფეროებში. ჩვენს მიერ თარგმნილი ტექსტებით ათასობით ადამიანი სარგებლობს, საკვების შეკვეთისას, ტაქსის გამოძახებისას ან სოციალური მედიის გამოყენებისას.

სამუშაოს აღწერა: "ფრილანსერი" მთარგმნელის როლში მოგიწევთ ვებსაიტების, მარკეტინგული მასალების, იურიდიული ტექსტების და უამრავი სხვა სახის მასალის ინგლისურიდან მშობლიურ ენაზე თარგმნა ან რედაქტირება.

მოვალეობები:

** ინგლისურიდან თქვენს მშობლიურ ენაზე (სომხური) თარგმნა;
** პერიოდულად თარგმანების კორექტირება და რედაქტირება ენობრივი სიზუსტისთვის და მითითებების შესაბამისად;
** თანამშრომლობა პროექტების მენეჯერებთან და გუნდის სხვა წევრებთან საპროექტო მიზნების მიღწევისთვის.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ ერთი ენიდან თარგმნაში;
** ინგლისური და მშობლიური ენის ცოდნა, გრამატიკის, მართლწერისა და პუნქტუაციის ჩათვლით;
** მთარგმნელობითი ხელსაწყოების/პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დისტანციურად დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტის უნარი.

განაცხადის შეტანის პროცესი: აღნიშნულ პოზიციაზე განაცხადის შესატანად, შეავსეთ ეს ფორმა https://forms.gle/1Bfz5b1wraUKB4F48 (მოგიწევთ Gmail-ის ანგარიშის შექმნა, თუ არ გაქვთ).
მიღებულ განცხადებებს უმოკლეს დროში გადავხედავთ და მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით, რომელთაც მოკლე სატესტო დავალების შესრულება მოუწევთ (300 სიტყვა, შერჩეული სპეციფიკის მიხედვით).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე