Робота для біженців з України
ბუღალტერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი მაზნიაშვილის ქ. № 2
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად;
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.cs.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამებში " ბალანსი" ან/და 1C მუშაობის გამოცდილება;
** ACCA პროგრამის საგნების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@cs.ge მეილზე და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service-ადამიანური რესურსების განყოფილების მიერ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე