Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: აგრო მოტორსი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
შპს "აგრო მოტორსი" ვაკანსიას აცხადებს გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:
შპს "აგრო მოტორსი" არის მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ხოლო 2022 წლიდან აზერბაიჯანის ბაზარზე. აღნიშნული წლების განმავლობაში მან შეძლო, ლიდერის პოზიციის დაკავება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით. კომპანიის მთავარი მიზანია, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება;
** კორპორაციულ კლიენტებთან შეხვედრა/ურთიერთობა და მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი, კონკურენტების შესწავლა;
** მომხმარებლის დახვედრა და მომსახურება, კომპანიის მიერ დადგენილი მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე ტექნიკის შეკვეთაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** არსებულ კლიენტებთან წარმოქმნილი ურთიერთობების კონტროლი (თვალყურის დევნება, თუ როგორ მიდის მიმდინარე პროცესები კონკრეტულ პირებთან, ორგანიზაციებთან);
** ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება ხელმძღვანელისათვის.

კვალიფიკაცია:

** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება მსხვილი ტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);
** აუცილებელია ინგლისური, ან რუსული ენის ცოდნა, მინიმუმ B2 დონე;
** საოფისე პროგრამები (Excel, PowerPoint).

უნარები:

** პრეზენტაბელური;
** პროაქტიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** სიახლეებისადმი მიმღებლური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მოთამაშე;
** ტექნიკური.

კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსი;
** 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00); მისამართი - კახეთის გზატკეცილი #162;
** დაზღვევა, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და საუკეთესო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** გუნდური აქტივობები და კორპორაციული ღონისძიებები.

CV შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mariam@agromotors.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების წარმომადგენელი.

კომპანია იტოვებს უფლებას, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები გამოგზავნიდან 2 თვის მანძილზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე