Робота для біженців з України
ბარმენი,სასტუმროს მენეჯერი,სასტუმროს ადმინისტრატორი,მიმტანი - ბაზალეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი,სასტუმროს მენეჯერი,სასტუმროს ადმინისტრატორი,მიმტანი
მომწოდებელი: Griff Inn Bazaleti
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
სასტუმრო "Griff Inn Bazaleti" აცხადებს ვაკანსიებს: ბარმენის, სასტუმროს მენეჯერის, სასტუმროს ადმინისტრატორის, მიმტანის პოზიციებზე.

სასტუმრო მდებარეობს რეგიონში, ბაზალეთის ტბის სანაპიროზე.

1.ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
** სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების
** გადახდების განხორციელება და შემოწმება;
** ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info.griffinn@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591 929 977

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

2. სასტუმროს მენეჯერი

მენეჯერის ფუნქციები:

** სასტუმროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სასტუმროს ყველა მიმართულების მართვა;
** სასტუმროს ცნობადობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
** სასტუმროს განვითარება ტურისტული მიმართულებით, ტურისტული აქტივობების შემუშავება, მათ შორის ტურების დაგეგმვა;
** გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა, ახალი გაყიდვის არხების მოძიება;
** თანამშრომლების დაქირავება, ტრენინგი და ზედამხედველობა;
** სტუმრების კმაყოფილებაზე, უსაფრთხოებასა და უვნებლობაზე ზრუნვა;
** სასტუმროს ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საშუალო ზომის სასტუმროს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
** სტრესულ სიტუაციებში მობილიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info.griffinn@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

3. სასტუმროს ადმინისტრატორი

მოვალეობები:

** სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
** ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
** ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით;
** შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის.

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info.griffinn@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

4. მიმტანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის მომხმარებლებისათვის მომსახურების გაწევა;
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** მიმტანის სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მიმტანის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;
** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info.griffinn@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 591 929 977

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე