Робота для біженців з України
მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: პრომეტალი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კომპანია "პრომეტალი" აცხადებს ვაკანსიას თუნუქის საწარმოში მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "პრომეტალი" არის იმპორტიორი და ასევე პროფილირებული თუნუქის, წყალსაწრეტი სისტემების, ჭერისა და ტიხრის პროფილების მწარმოებელი კომპანია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება მექანიკის და შემდუღებლობის მიმართულებით;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმიანობის დაგეგმვის/ორგანიზების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ჩაბარებული ინსტრუმენტების, მოწყობილობების და მანქანა-დანადგარების გაფრთხილება, მოვლა, შენახვა;
** დანადგარ-მოწყობილობების მუდმივი მონიტორინგი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით;
** შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება/გადაცემა უშუალო მენეჯერისთვის;
** მასალების წარმოება/გამოშვება/დამარაგება.
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე
სამუშაო ადგილი: გორი, შინდისი გზტ. მე-2 კმ

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: Hello.prometal@gmail.com, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 599 993 488 / 577 969 354
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე