Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია "სალო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ქინძმარაულის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული - ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი გადასახადების გარეშე

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
** კანონმდებლობით დადგენილი წესით FINA-ში ყველა სააღრიცხვო ოპერაციების ყოველდღიურად განხორციელება;
** პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების მიღება/დამოწმება/დაარქივება;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების, შესყიდვების, იმპორტის საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი, შედარება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯმენტისგან მიღებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის სფეროში;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Excel, Word) პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის FINA კარგად ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობა;
** კომუნიკაბელური, ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gburdulivc@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე