Робота для біженців з України
F&B მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: პანორამა ლისი გრანდ ჰოტელი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
სასტუმრო "პანორმა ლისი გრანდ ჰოტელი" აცხადებს ვაკანსიას F&B მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4. (112-ის მიმდებარედ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტების ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
** ობიექტებზე მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის მართვა, ადმინისტრაციული ნაწილის (სამუშაო ცვლები, გრაფიკი, შვებულება და სხვა) წარმოება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** შესყიდვების მართვა და მონიტორინგი;
** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების გატარება;
** თანამშრომლების შერჩევა და ტრენინგების ორგანიზება;
** მჭიდრო კომუნიკაცია მომხმარებელთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან შემდგომი რეკომენდაციების გაცემის მიზნით;
** მომსახურების სტანდარტების მკაცრად დაცვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნების მიღებისა და დაგეგმვის კოორდინირება, უხარვეზოდ შესრულების მონიტორინგი;
** ფინანსური მონიტორინგი და კონტროლი;
** ფინანსური დეპარტამენტისათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** მიღებული პროდუქციის ხარისხის, ვადების, კონტროლი;
** ნაშთების კონტროლი და ხარჯვის ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** ობიექტის სრულ პერიმეტრზე (გარე/შიდა სივრცეები) არსებული ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი, ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
** ქსელის აღმასრულებელი დირექტორისთვის და ბუღალტერიისთვის რეპორტის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სარესტორნო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება+საბონუსე;
** კვებით უზრუნველყოფა;
** ზრდის და განვითარების ხელშეწყობა;
** მეგობრული და გუნდური გარემო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@panoramalisi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე