Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Go Sport
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
მაღაზია "GO SPORT" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** გამართული მეტყველების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი - მცოცავი
ანაზღაურება - 850 ლარი + ბონუსი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე (info@go-sport.ge) და თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე