Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების განხორციელება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი, შესაბამისი ნორმების დაცვით;
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაცია;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ფილიალში შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო ქსელში მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** მარაგების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:

** სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** სამუშაო საათები: 08:30 - 17:30 და 11:30 - 20:30;
** ანაზღაურება: 1400 ლარი + კვება + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;
** კორპორაციული შეთავაზებები.

ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზირი N 72 (მოდულის შენობა).

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@degusto.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი - მოდული".

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე