Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი ავტომობილით - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე (საკუთარი ავტომობილით) სიღნაღში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ქარელი, ზესტაფონში, ყვარელში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** ამანათების სერვის ცენტრებიდან მოგროვება და საწყობში მიტანა/განთავსება;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისთვის მიწოდება;
** ავტომობილის მდგომარეობის კონტროლი;
** მოძრაობის წესების და უსაფრთხოების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია);
** ქალაქის ქუჩების ცოდნა;
** მოძრაობის წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** საწვავს;
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას;
** ანაზღაურება: 1000-1400 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივნისისა.

გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე