Робота для біженців з України
მონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, იპოლიტოვ-ივანოვის 10 (მარსელის 10)
** სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
** სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი
** უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის უფროსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
** მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
** გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
** დაცვის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის სპეციალისტი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე