Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია ეძებს მოლარე-ოპერატორს, რომელსაც აქვს გამოცდილება ნაღდ ფულთან მუშაობის, კერძოდ ვალუტის კონვერტაციის კუთხით. ასევე შეუძლია შესაბამისი ტრანზაქციის გატარება ელექტრონულ საოპერაციო პროგრამაში. ამასთან, სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:



** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გადარიცხვების განხორციელება;
** ტრანზაქციის გატარებების გაკეთება საოპერაციო პროგრამაში;
** სხვა მოლარე-ოპერატორის ფუნქციებთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება ზემდგომი დეპარტამენტის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა
და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე