Робота для біженців з України
საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგარანტიო მომსახურების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. "თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში საგარანტიო მომსახურების ოფიცრის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საგარანტიო პირობების გაუმჯობესების მიზნით, პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან მუდმივად მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის მასშტაბით შემოსული რეკლამაციების განხილვა და დახარისხება სპეციფიკის მიხედვით;
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა;
** რეკლამაციების შესახებ, ინფორმაციის გაგზავნა პროდუქციის მომწოდებელ კომპანიებთან;
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი;
** წუნდებული საქონლის ანაზღაურების რეესტრის წარმოება თვის ჭრილში (თანხობრივი/რაოდენობრივი) და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** რეკლამაციების განხილვის დასრულების შემდეგ, პროდუქციის მომწოდებელი კომპანიიდან კრედიტ ნოტის მიღება და მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** რეკლამაციების ყოველთვიური სტატისტიკის ანალიზი და რეპორტინგი საგარანტიო სამსახურის ხელმძღვანელთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;

მაშინ,

ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განცხადება იხილეთ ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=567

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე