Робота для біженців з України
ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ინტერლაბი
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში (ბალანსი) ბუღალტერიის წარმოება;
** კომპანიის საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
** პერიოდული ფინანსური უწყისების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების და მარაგ/მასალების ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ფინანსური მენეჯერის (ბუღალტრის თანაშემწის) და ოპერატორების მიერ შესრულებული პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, სასაქ. ზედნადებების, ასევე პროგრამაში განხორციელებული შესყიდვებისა და სხვა გატარებების მონიტორინგი, კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა);
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება, ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (1C / ბალანსი);
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის -ის) კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი პირობები:

** გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადი;
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი, გამოსაცდელი ვადის შემდგომ გადაიხედება ანაზღაურება;
** სამუშაო საათები: სრული (8 საათიანი სამუშაო დღე, შაბათ - კვირის და ოფიციალური უქმე დღეების გარდა).

დაინტერესებულმა პირებმა თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@interlab.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე