Робота для біженців з України
ექსკლუზიური ბრენდების მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსკლუზიური ბრენდების მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთი წამყვან ბრენდს Triumph-ს.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ექსკლუზიური ბრენდების მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფლუენსერებთან კომუნიკაცია - კონტენტ კალენდრის გაწერა და მონიტორინგი;
** ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა (როგორც შიდა პერსონალთან ერთად, ასევე, გარე კომპანიებთან ურთიერთობა)
** მარკეტინგული კალენდრის გაწერაში ჩართულობა;
** ბრენდების მართვაში ჩართულობა;
** ბრენდების ჭრილში კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
** ბრენდების რეპორტის მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@gepha.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დასაქმება მოხდება შესაფერისი კანდიდატის მომართვისთანავე.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე