Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: კაფე-ბარი გრაფიკა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კაფე ბარი "გრაფიკა" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
** ბარში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
** თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@grafikatbilisi.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე