Робота для біженців з України
რეცეფციონისტი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 31 მაისი
სასტუმრო "მარკო პოლო" გუდაური, ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტის შუაგულში მდებარეობს, როგორც ისტორიული მნიშვნელობისა და თანამედროვე ბრწყინვალების სიმბოლო. 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრო კომპლექსმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც თვალწარმტაცი სათხილამურო კურორტის, განვითარებაში.

სასტუმრო "Marco Polo" გუდაური, სტუმრებს სთავაზობს 123 კომფორტულ ოთახს სხვადასხვა კატეგორიებით, მათ შორის სამი მაღალი კლასის შალეს. სასტუმრო Marco Polo ხელმისაწვდომია როგორც ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, ასევე ზაფხულის მოგზაურებისთვის. სასტუმრო 1988 წლის აპრილში გაიხსნა და მას მერე წარმატებით ოპერირებს. სასტუმრო "მარკო პოლოს" ტერიტორიაზე განთავსებულია ცნობილი რესტორანი "სოლიკო", რომელიც სტუმრებს სთავაზობს, ევროპულ, ასევე ტრადიციულ ქართულ კერძებს, სასტუმროში აგრეთვე განთავსებულია ლობი ბარი და ლაუნჯი საღამოს გართობისთვის, გამაახალგაზრდავებელ SPA ცენტრი ფინური და ორთქლის საუნებით, დახურული საცურაო აუზი, პადელის შიდა და გარე კორტები. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში მდებარეობს რეგიონის ერთადერთი ბოულინგისა და ბილიარდის გასართობი ცენტრი, რაც მას უნიკალურ ატრაქციონად აქცევს მთელს მიმდებარე ტერიტორიაზე.

სასტუმრო "მარკო პოლო" გუდაური აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის (მიღება-განთავსების განყოფილება - Front Office) პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში საჭირო ინფორმაციის გადაცემა;
** შემოსული რეზერვაციების და სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სასტუმროს პროგრამაში (OPERA PMS-ში) მუშაობა პოზიციისთვის განკუთვნილი ფუნქციებით;
** მომხმარებლებთან სატელეფონო, პირდაპირი თუ ელ-ფოსტით კომუნიკაცია, მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მათი სწორი გადამისამართება;
** გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და სწრაფი გადაჭრის გზების მოძიება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს პროგრამა OPERA PMS-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელი მოთხოვნა;
** დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;
** გუნდური აქტივობების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: ekam@marcopolo.ge მიმდინარე წლის 31 მაისამდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შერჩევის პროცესი წარიმართება დღიურად შემოსული რეზიუმეების მიხედვით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "სასტუმრო მარკო პოლომ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე