Робота для біженців з України
რეგიონული გაყიდვების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული გაყიდვების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს რეგიონული გაყიდვების სუპერვაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების მუდმივი ზედამხედველობა და მხარდაჭერა;
** სავაჭრო ობიექტებზე მიმდინარე ყველა პროცესების და ოპერაციების სრულყოფილად შესწავლა და მართვა;
** სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების სტიმულირება და საუკეთესო შედეგების მისაღწევად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** სავაჭრო ობიექტებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებზე გამოწვევების იდენტიფიცირება და დროული ჩართულობა და რეაგირება;
** სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სავაჭრო ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** სავაჭრო ობიექტების ეფექტიანობის და პროდუქტიულობის მუდმივი ანალიზი, კომპანიაში შემუშავებულ ანალიტიკურ რეპორტებზე დაყრდნობით;
** სავაჭრო ობიექტების ინვენტარიზაციის, მარაგების მართვის, მერჩენდაიზინგის პროცესების მართვა და კონტროლი;
** მინდობილ რეგიონში კომპანიაში მოქმედი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტებში მუდმივად გუნდურობის გაძლიერება და თანამშრომლების მართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** განვითარების და წინსვლის მოტივაცია;
** საკუთარი ავტომობილი.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ს გადარჩევა;
** ტესტირება;
** გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "რეგიონული გაყიდვების სუპერვაიზერი",

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე