Робота для біженців з України
კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი - ქობულეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: Georgia Palace Hotel & SPA
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სასტუმრო "Georgia Palace Hotel & SPA" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქობულეთი დ. აღმაშენებლის 275

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუების დანერგვა, ფასთაწარმოება;
** მომხმარებლის მოთხოვნების იდენტიფიცირება და პროაქტიულად შესაბამისი აქტივობების განხორციელება,
** სტუმრებისგან შემოსული უარყოფითი შეფასებების მინიმიზაცია;
** F&B-ის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა;
** პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის გასართობი ღონისძიებების დაგეგმვა;
** გაყიდვების მამოტივირებელი აქტივობების დაგეგმვა;
** დეპარტამენტის მაკონტროლებელი პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება;
** საბანკეტო და საკონფერენციო მოთხოვნების კოორდინაცია: შეთავაზებები, ღონისძიებების დაგეგმვა;
** F&B დეპარტამენტის ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება;
** ბარის კონტროლის მექანიზმის შემუშავება/დანერგვა;
** სერვისის ხარისხის კონტროლი;
** შეფ-მზარეულთან კოორდინირებული მუშაობა;
** მომსახურე პერსონალის ტრენინგი და განვითარება;
** უნიფორმების და მომსახურე პერსონალის ჰიგიენური ნორმების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის კონტროლი;
** დეპარტამენტების დაკომპლექტება, კადრების შერჩევის პროცესში ჩართულობა, კადრების გადინების მინიმიზაცია და თანამშრომლების საქმიანობის მართვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება 3-5 წლიანი;
** დაგეგმვა, პროგნოზირება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, Powerpoint);
** სასურველია პროგრამა Micro-ის ცოდნა;

უნარ/ჩვევები:

** გუნდის ლიდერობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში.
** სამუშაო ადგილი; ქობულეთი დ. აღმაშენებლის 275
** ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: Vacant@gph.ge და გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს ჭყონია და კომპანიის მიერ (ს/კ: 202060312) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 4 თვის ვადისა;

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Vacant@gph.ge

სასტუმრო მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის როგორიცაა: რასა; კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე