Робота для біженців з України
აღწერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღწერის სპეციალისტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s.

გეფა ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელიც მთავარ პრიორიტეტად სწორედ თანამშრომლებს მოიაზრებს. მათი ადაპტაცია, სწავლება და განვითარება, მუშაობის ეფექტიანობის მართვა, სამოტივაციო პროგრამები, ბენეფიტები და კორპორატიული კულტურა ერთობლიობაში ქმნის იმ გარემოს, რასაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - მეტი ვიდრე სამსახური.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას აღწერის სპეციალისტის პოზიციაზე ცენტრალურ საწყობებში.

სამუშაო ადგილი: ფეიქრების 14ა, დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში თაროებზე არსებული პროდუქციის ნაშთების მოწესრიგება, აღწერა და შტრიხკოდების მიხედვით შესაბამისი გადაადგილება.
** საწყობში არსებული პროდუქციის აღწერა და კონტროლი: წონის, ვადის, მწარმოებლის მიხედვით.
** საწყობში ფაქტობრივად არსებული ნაშთების მოძიება, აღწერა და პროგრამული ასახვა დედლაინების დაცვით.
** ტექნიკური და/ან სამუშაოდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარვეზების შემთხვევაში ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვების უნარი
** მოწესრიგებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა, საბაზისო დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე

კომპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ბენეფიტებს:

** სატრანსპორტო მომსახურებას, მეტრო სარაჯიშვილიდან და უკან
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვების დაფინანსებას
** ფიტპასის ბარათი

თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gepha.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე