Робота для біженців з України
1C ERP ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ERP ადმინისტრატორი
მომწოდებელი: AddFinance
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
AddFinance წარმოადგენს ფინანსური საკონსულტაციო სერვისების კომპანიას, რომელიც კლიენტებს აწვდის მაღალკვალიფიციურ და მრავალფეროვან საკონსულტაციო სერვისებს.

AddFinance ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიისათვის აცხადებს ვაკანსიას 1C ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამა 1C ERP სხვადასხვა სახის მონაცემების პერიოდული მონიტორინგი ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
** ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით, ცვლილებებისა და სიახლეების განხორციელება, ან/და დამატებითი მოდულების შექმნა-განვითარება;
** ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** დისტრიბუციის მოდულების მართვა;
** სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა, ტრენინგების ჩატარება და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშების აწყობა და რეპორტინგი;
** თვის დახურვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
** სისტემის პროვაიდეთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა სამუშაოსთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** 1C ERP სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესებისა და ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე - tgaprindashvili@addfinance.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დრო პრიორიტეტია, შერჩევა შესაძლოა დასრულდეს ვადის გასვლამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე