Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Biltmore Hotel Tbilisi
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
საქართველოში ყველაზე მაღალი სასტუმრო იდეალურად არის შერწყმული დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ ცენტრთან. სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" 214 ოთახსა და სუიტს მოიცავს. სტუმრებს საშუალება აქვთ 8 სახეობის ოთახზე გააკეთონ არჩევანი, მათ შორისაა: ექსკლუზიური სამეფო ოთახი, რომელიც დამსვენებლებს ფუფუნების უმაღლეს სტანდარტს სთავაზობს.

სასტუმროს ხუთი დახვეწილი რესტორანი და ბარი გააჩნია, მათ შორის სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილზე განთავსებული რესტორანი - "ზიმი".

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე .

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება განთავსება რესტორანში, მაგიდების რეზერვაციის მართვა.
** მენიუს საფუძვლიანად ცოდნა.
** შეკვეთის მიღება, მაგიდების სერვირება, მაგიდა-სკამების ალაგება გაწყობა.
** შეკვეთების დროულად მიწოდების უზრუნველყოფა.
** იქონიოს სრული ინფორმაცია სპეციალური შემოთავაზებების და სასტუმრო სერვისის შესახებ.

საჭირო უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 20 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers.bhtg@biltmorecollection.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე