Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", ქუთაისში და ბათუმში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 2000-3000+ ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბითუმო მომხმარებლების სპეციფიკის განსაზღვრა და მათთვის გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
** კორპორატიულ მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის კომპანიის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის სისტემატიური მიწოდება;
** რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით გაყიდვებისათვის ეფექტური ასორტიმენტის შექმნა;
** კვარტალური გეგმების შესრულების პროცესის დაგეგმვა-განხორციელება;
** საფასო პოლიტიკის მართვა შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** მომხმარებლისათვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზების უზრუნველყოფა;
** დებიტორების (არსებობის შემთხვევაში) კონტროლი, ინფორმაციის ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისათვის;

მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი (საწვავი უზრუნველყოფილია);
** პრისეილერად მუშაობის გამოცდილება სასურსათო სფეროში;
** apex-ის ან მონათესავე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე