Робота для біженців з України
დერმატო-ვენეროლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დერმატო-ვენეროლოგი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას დერმატო-ვენეროლოგის პოზიციაზე ქ. თბილისში.

გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N94

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი (შესაბამისი განათლების დამადასტურებელი მოწმობა);
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და ანამნეზის შეკრება;
** კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საქმისადმი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დერმატო-ვენეროლოგი (ქ. ბათუმი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე