Робота для біженців з України
ექსკავატორის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსკავატორის ოპერატორი
მომწოდებელი: ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული ექსკავატორის მართვა;
** კომპანიის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალების სერვისების შესახებ ტექნიკური მენეჯერის დროული ინფორმირება;
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობის შესაბამისი კატეგორია;
** სასურველია კანდიდატი იყოს სამეგრელო-ზემო სვანეთის მკვიდრი.

პირადი უნარ-ჩვენები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@bemoni.com არაუგვიანეს 2024 წლის 22 მაისისა.

გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე