Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ლა ფერმე
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "ლა ფერმე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

შპს "ლა ფერმე" არის ფრინველის ხორცის მწარმოებელი ახალი კომპანია. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ამბიციური წევრებით, რომელთაც სურვილი აქვთ კომპანიის განვითარებასთან ერთად თავადაც განვითარდნენ.

ამიტომ, ვეძებთ მძღოლ-დისტრიბუტორს სწრაფი პროფესიული ზრდის და დაწინაურების პერსპექტივით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, კვირის გარდა, 05:00-13:00 სთ;
** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (3 თვე) შეადგენს 1000 ლარს (გადასახადების გარეშე).
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ დაინიშნება საბონუსე სისტემა. საორიენტაციო ხელფასი შეადგენს 1200-დან 1500 ლარს (გადასახადების გარეშე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთილი საქონლის დისტრიბუცია
** კომპანიის შესყიდული საქონლით მომარაგება
** პროდუქციის მითვლა-მიწერა-გადაბარება და შესაბამის დოკუმენტაციაში ასახვა
** მის განკარგულებაში არსებული ავტომობილის სუფთა და მუშა მდგომარეობაში ყოლა (ამისთვის ყველა საჭირო ხარჯს გასწევს კომპანია).

მოთხოვნები:

** B (მექანიკური) კატეგორიის მართვის მოწმობა (დამატებით C კატეგორიის მქონე პირებს მიენიჭებათ უპირატესობა)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ზრდისა და სწავლის სურვილი/მზაობა
** უპირატესობა მიენიჭება დისტრიბუცია/გაყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე მცოდნე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე:https://forms.gle/1Umedi8vzjC2PVCE8

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.05.2024
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე