Робота для біженців з України
საბითუმო გაყიდვების წარმომადგენელი/დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბითუმო გაყიდვების წარმომადგენელი/დისტრიბუტორი
მომწოდებელი: გეზ მოტორსი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს 2 ვაკანტურ ადგილს, საბითუმო გაყიდვების წარმომადგენლის - დისტრიბუტორის პოზიციაზე.

პროდუქტი:

საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, ავტოქიმია, ავტოკოსმეტიკა, ფილტრები, მუხრუჭები, სხვა ავტონაწილები და ავტოაქსესუარები.

პასუხისმგებლობები:

** მოიძიეთ ახალი მომხმარებელი და გაზარდეთ ნავაჭრი არსებულ მომხმარებლებთან.
** მიაწოდეთ დაზუსტებული და დეტალური ინფორმაცია (მაგ. პროდუქტის მახასიათებლების, ფასების და გაყიდვების შემდგომი მომსახურების შესახებ).
** უპასუხეთ მომხმარებლის შეკითხვებს კონკრეტული პროდუქტების შესახებ.
** განახორციელეთ ფასებისა და მახასიათებლების კონკურენტებთან შედარება, რათა ხელი შეუწყოთ პროდუქტის სწორედ გაყიდვას.
** განახორციელეთ პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვა - დამატებითი პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, რომლებიც ავსებს პირველად შენაძენს.
** დარწმუნდით, რომ თაროები სრულად არის მომარაგებული და პროდუქტი სწორედ არის წარმოდგენილი მომხმარებლის მაღაზიებში და ავტოსერვისებში.
** მარკეტინგის გუნდთან და საწყობთან კოორდინირებული მუშაობით, უზრუნველყოთ მომსახურების მაღალი ხარისხი და შესანიშნავი გამოცდილება მომხმარებლისთვის.
** აცნობეთ მომხმარებლებს ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.
** აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ხელმძღვანელობას მომხმარებლის გამოხმაურების შესახებ.
** მუდმივად შეისწავლეთ და განაახლეთ ცოდნა ახალი პროდუქტების შესახებ.

მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს საბითუმო გაყიდვების მიმართულებით ან გაყიდვების სფეროსთან ასოცირებულ პოზიციებთან მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** მართვის მოწმობა და მინიმუმ 2 წლიანი მართის გამოცდილება.
** საბითუმო გაყიდვების პროცესის გააზრება.
** მომხმარებლის ქცევის პრინციპების შესახებ ინფორმაცია.
** მათემატიკის ძირითადი უნარები (სწორი დაანგარიშება).
** გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის გამოცდილება.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი და სანდო ურთიერთობების დამყარება
** სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი.
** მოქნილობა სხვადასხვა რეგიონებში მუშაობისთვის.
** MS OFFICE- ის საშუალო დონეზე ცოდნა

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის სამივე ფილიალში
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას
** ტრენინგებს საქართველოში
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (1 დღე დასვენება)
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + პროცენტი (ყოველთვიური საშუალო ხელფასი 3000 ლარი)

ვის ვეძებთ?!

ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენელს რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, არსებული და პოტენციური მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება და გაყიდვების მუდმივი ზრდა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge ან დაგვიკავშირდით 0322 40 34 03
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე