Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

"სითიზენის" გუნდში სამშენებლო პროექტების მენეჯერს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის ინიცირების, დაგეგმვის, აღსრულების და დახურვის პროცესის წარმართვა;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება განახლება და იმპლემენტაცია;
** პროექტში ჩართულ მხარებთან ყოველკვირეული საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების ადმინისტრირება და მათი შესაბამისობის მონიტორინგი, პროექტში ჩართული მხარეების მენეჯმენტი, დავების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
** სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება (Gantt chart), პროქტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა;
** რისკების შეფასება, რისკების მართვის გეგმის მომზადება და მათი მიტიგაცია;
** საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა (Fit-out, MEP, Façade) საჭირო საპროექტო ცვლილებების შეთანხმება, დელეგირება პროექტში ჩართულ სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციასთან;
** ბიუჯეტის დაგეგმვა, შემაჯამებელი სახარჯთაღრიცხო დოკუმენტის და შუალედური გადახდების გეგმის (IPC Plan) მომზადება;
** სამშენებლო პროცესის ზედამხედველობა, ხარისხის მონიტორინგი QA/QC გეგმების გამოთხოვა და სამუშაოს შესასრულებელი მეთოდოლოგიების ინსპექტირება;
** დეფექტების, საპროექტო დოკუმენტაციასთან და ინდუსტრიის სტანდარტებთან შეუსაბამობის იდენტიფიცირება, შესაბამისი აქტების მომზადება და მართვა
** კომპეტენციის ფარგლებში და სამშენებლო პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან/და არქიტექტურული მიმართულებით;
** პროექტების მართვის და დიზაინ კოორდინაციის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე