Робота для біженців з України
ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: სითიზენი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.

"სითიზენის" გუნდში ინჟინერ-ხარჯთაღმრიცხველს ვეძებთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარჯთაღრიცხვების მომზადება სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
** ხარჯთაღრიცხვების კორექტირებაზე მუშაობა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება;
** ობიექტთან მუდმივი კომუნიკაცია;
** ობიექტზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
** საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Word; MS Excel) და AutoCad-ის ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე