Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ტიფლისსკი ვინნი პოგრები
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
ღვინის კომპანია "ტიფლისსკი ვინნი პოგრები" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის თანამდებობაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი, 0198, ლილო, იუმაშევის 27.
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ფუნქციები:

** საქართველოსა და უკრაინის ღვინის ბაზრის ანალიზი. განვითარების პოტენციური მიმართულებების განსაზღვრა.
** პოტენციური პარტნიორების წრის განსაზღვრა (დისტრიბუტორები, საბითუმო ქსელი, ტრადიციული ვაჭრობა, სპეციალიზებული ვაჭრობა, HORECA).
** შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმართვა პოტენციურ პარტნიორებთან

თანამშრომლობის პირობების განხილვა შემდეგი მიმართულებებით:

** ასორტიმენტი
** მიწოდების მოცულობა
** მიწოდებისა და გადახდის პირობები
** ფასწარმოება
** დისტრიბუცია
** მარკეტინგი
** თანამშრომლობის დაწყება. დოკუმენტწარმოების ადმინისტრირება. მიღწეული შეთანხმებების კონტროლი.

ყოველთვიურად ბიზნეს ინტერვიუს ჩატარება პარტნიორებთან შემდეგ საკითხებზე:

** შესყიდვებისა და გაყიდვების მოცულობა,
** დისტრიბუცია
** მარკეტინგული გეგმის რეალიზება
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი
** სხვა საშუალებები თანამშრომლობის გაფართოებისთვის (ასორტიმენტის გაზრდა, დისტრიბუციის გაფართოება).
** პერსპექტიული დაგეგმვა (კვარტალი/ ნახევარი წელი/წელი). იმპორტი და რეალიზაცია რაოდენობრივი და ღირებულებითი გამოსახულებით. მარკეტინგული ბიუჯეტი.
** გეგმა-ფაქტის ანალიზის ჩატარება ზემოთჩამოთვლილი პარამეტრების მიხედვით.
** კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.
** ხელმძღვანელობის ანგარიშგება დადგენილი ფორმატის მიხედვით.

აუცილებელი მოთხოვნები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** რუსული ენის თავისუფლად ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის ცოდნაც (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, ვინც იცის ინგლისური ენა)
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი,
** ხელმძღვანელობის უნარი და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისაგან დავალებების შესრულების მოთხოვნა და კონტროლი
** სიახლეების ათვისების უნარი
** დეტალებზე ორიენტირება

სამუშაოზე კანდიდატის მიღება მოხდება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ღვინის ქარხანა მდებარეობს ლილოში, იუმაშევის ქ. №27
ანაზღაურება: თვეში 5000 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე 09.00 სთ-დან 18.00 საათამდე, 5 დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით).

გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medea@dionis.ge (ინგლისურ ენაზე გამოგზავნილი CV არც განიხილება).

საკონტაქტო ტელეფონი: 2407 200 მედეა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე