Робота для біженців з України
რეზერვაციის აგენტი - ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციის აგენტი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კურორტი "საირმე" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბაღდათი, კურორტი საირმე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ზარების მიღება/პასუხი სტუმრის სასაუბრო ენაზე;
** ინფორმაციის მიწოდება კურორტთან დაკავშირებით (ადგილები/ფასი/აქცია/ამინდი/სერვისი/ და სხვა) სტუმრის სასაუბრო ენაზე, თუ არ ფლობს ინფორმაციას ამისამართებს სათანადო დეპარტამენტში;
** ჯავშნების შეყვანა ინდივიდუალური/ჯგუფური;
** ჯავშნების გადამოწმება;
** ინვოისების/ დასტურის წერილების გადაგზავნა;
** შეუძლია გადაამოწმოს დარიცხვები (თვითონ არ არიცხავს/მხოლოდ ფინანსებთან შეთანხმებით);
** აწარმოებს საქმიან მიმოწერას (ფოსტა/ფეისბუკი/ბუკინგი/ნებისმიერი სხვა ონლაინ საიტი ან საშუალება კლიენტის ენაზე);
** ამოწმებს ჯავშნებს შემოსული ნებისმიერი საიტიდან და შეჰყავს პროგრამაში;
** ჯავშნების მიბმა PM (ფინანსურ აკაუნტზე), თუ რა არის წინასწარ მიბმული;
** ამოწმებს ანგარიშს და კომისიას, სტუმრების კომენტარებს, აწარმოებს სხვა საქმიანობას რომელიც დაკავშირებულია ონლაინ საიტებთან;
** აწოდებს მოთხოვნისამებრ რეპორტებს სხვადასხვა დეპარტამენტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ/ჩვევები

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდურობა;
** გამართული მეტყველება;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობა;
** პოზიტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: Hr@sairmeresort.ge

შპს "კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე