Робота для біженців з України
მძღოლ-დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება.

"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ხელფასი: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან სარეალიზაციო პროდუქციის მითვლა, მანქანის დატვირთვა
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით სალარო აპარატის გამოყენების ცოდნა
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტებიდან ამოღებული თანხის ბანკში შეტანა
** მასზე მიბარებული ავტომანქანის მართვა გაფრთხილება

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა მანქანის მართვის გამოცდილება მინ. 2 წელი
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მასზე მიბარებული ავტომანქანის მართვა გაფრთხილება
** მანქანის ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა, როგორც სალონის, ასევე ძარის.
** ქართული ენის ცოდნა

უნარები და კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com . ტელეფონი: 599 64 03 74.

ქალაქური გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე