Робота для біженців з України
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ, გახდეთ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება::

** უნივერსიტეტის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა;
** მატერიალური ქონების დაცვა;
** სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** საშუალო განათლება;
** სოციალური უსაფრთხოების ზოგადი წესების ცოდნა (სასურველია);
** ინგლისური ენა (A1).

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო დრო: 24 საათი
ანაზღაურება: 750 ლარი - 2%

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 17 მაისის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე